ეროვნულმა ბანკმა საქართველოს ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა, რომელიც ხვალ 17 მარტს ამოქმედდება.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2274 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.2274 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2178 ლარი იყო.
გამომდინარე აქედან, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0096 ლარი შეადგინა.
ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.0102 გაუფასურდა და ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.5485 ლარი გახდა.