20 ნოემბერი 2024,   17:19
ვრცლად
უკრაინის მოქალაქეებზე თბილისში დედაქალაქის მერია იზრუნებს - რას სთავაზობს მერია პირებს, რომლებიც ომის გამო სამშობლოში ვერ ბრუნდებიან 

უკრაინის მოქალაქეებზე თბილისში დედაქალაქის მერია იზრუნებს. უკრაინელებს, რომლებიც ომის გამო სამშობლოში ვერ ბრუნდებიან, ქალაქის მუნიციპალიტეტი სხვა დახმარებასთან ერთად, უფასო საზოგადოებრივ ტრანსპორტს სთავაზობს.

პატარა უკრაინელებს კი, მერია უფასო ბაგა-ბაღით უზრუნველყოფას ჰპირდება. მანამდე, დღეს საკრებულოს შენობაში უკრაინელი ბავშვებისთვის ზეიმიც მოეწყო. მათ ქალაქის მერია სათამაშოებითა და ტკბილეულით გაუმასპინძლდა.

დღის ამბები