საქართველოში მყოფი უკრაინელებისთვის ტრანსპორტი და საბავშვო ბაღები უფასო გახდება - თბილისის მერის ინიციატივა
18-03-2022 08:08
უფასო ტრანსპორტი და საბავშვო ბაღების მომსახურება უკრაინელებს - საქართველოში ჩამოსული უკრაინული ოჯახები, რომლებიც შექმნილი საომარი ვითარების გამო ვერ ახერხებენ ქვეყანაში დაბრუნებას, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მომსახურებით უფასოდ ისარგებლებენ.
ცვლილებები დედაქალაქის მერიის მიერ არის ინიცირებული და დღეს თბილისის საკრებულოს სხდომაზე იმსჯელებენ. საკრებულოს წევრების განმარტებით, უკრაინული ოჯახები ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტით და სხვადასხვა მუნიციპალური სერვისითაც უფასოდ ისარგებლებენ.