20 ნოემბერი 2024,   17:19
ვრცლად
სამოქალაქო საზოგადოებამ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გადასადგმელი 10 ნაბიჯი წარადგინა

სამოქალაქო საზოგადოებამ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გადასადგმელი მომდევნო 10 ნაბიჯი წარადგინა. ამის შესახებ ინიციატივაზე ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ბრიფინგი გამართეს.

"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე ამბობს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ქართველების ურყევი ნებაა. 

"ევროკავშირში გაწევრიანება არის ქართველი ხალხის ურყევი ნება და ჩვენ ვცდილობთ სწორედ ამ მიმართულებით წავიდეთ, მას შემდეგ, რაც მივიღეთ დამოუკიდებლობა. ვიცით, რომ ეს არის გრძელი და რთული გზა, მაგრამ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების პარალელურად და გაჩნდა შესაძლებლობა, რომ ნაბიჯები, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებისკენ იყო მიმართული უფრო მეტად დაჩქარდეს და გააქტიურდეს. ჩვენ ვნახეთ განაცხადი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ გააკეთა ევროკავშირში," - აცხადებს ნინო დოლიძე.

"სოციალური სამართლიანობის ცენტრის" მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორის გურამ იმნაძის თქმით, კრიტიკულად აუცილებელია ხელისუფლების მხრიდან კრიტიკული ნაბიჯების გადადგმა და ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სპექტრის გაერთიანება.

"სამოქალაქო ორგანიზაციებმა შევიმუშავეთ ის 10 პუნქტიანი გეგმა, რომელიც მიგვაჩნია, რომ არის ფუნდამენტური მნიშვნელობის და რომლის გარეშეც ბევრად უფრო წარმოსადგენია ქვეყნის ევროკავშირში სტრუქტურების ინტეგრაცია,"- აცხადებს გურამ იმნაძე.

დღის ამბები