დედაქალაქში მოსული ნალექისა და დაბალი ტემპერატურის გამო, შპს "თბილსერვის ჯგუფი" გზის გაწმენდის სამუშაოებს ახორციელებს. ამ დროისთვის, დაახლოებით, 3000 ტონა ტექნიკური მარილი დაიყარა თბილისის ათივე რაიონსა და დედაქალაქის შემოერთებულ ტერიტორიებზე: ტაბახმელაში, კოჯორში, შინდისში, კიკეთში, სამადლოში, წყნეთში, წავკისში, ბეთანიაში, ახალდაბაში, დიდგორში, სოფელ თელოვანში.
გზების გაწმენდის სამუშაოებში ჩართულია შპს "თბილსერვის ჯგუფის" 200-ზე მეტი თანამშრომელი და 40 ერთეული სპეციალური ტექნიკა. სამუშაოებს ადგილზე გაეცნო კომპანიის დირექტორი დავით ფაჩულია. აღნიშნული სამუშაოები საჭიროებისამებრ, ტრანსპორტის შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით გაგრძელდება.