უკრაინაში მცხოვრები ქართველების სამშობლოში დაბრუნების პროცესი გრძელდება - ქუთაისის აეროპორტში რეისი ქალაქ ვარშავადან შესრულდა. საქართველოში ჩამოვიდნენ რუსეთის აგრესიას გამოქცეული უკრაინელებიც.
ბორტზე მყოფი მგზავრები ქვეყანაში არსებულ რთულ ვითარებაზე საუბრობენ. მათი თქმით, ყოველდღიურად იბომბება ქალაქები და სხვა საფრთხეებთან ერთად, არის ჰუმანიტარული კრიზისი.