20 ნოემბერი 2024,   17:40
ვრცლად
თოვლმა თბილისის გარკვეულ უბნებსა და მის შემოგარენში პრობლემები შექმნა - გზებზე ამ დრომდე 4 000 ტონაზე მეტი ტექნიკური მარილია დაყრილი

ქვეყნის მასშტაბით ძლიერი თოვის გამო გზებზე პრობლემები შეიქმნა - უხვი ნალექია დედაქალაქშიც, რის გამო მის შემოგარენსა და გარკვეულ უბნებში გადაადგილების პრობლემებია. 

დედაქალაქში "თბილსერვის ჯგუფი" გზის გაწმენდის სამუშაოებს ახორციელებს. მათივე ცნობით, 4 000 ტონაზე მეტი ტექნიკური მარილია დაყრილი და მობილიზებულია დამატებითი სპეცტექნიკა.

სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ დიდთოვლობა მომდევნო რამდენიმე დღე გაგრძელდება.

დღის ამბები