დეპუტატ დავით მათიკაშვილის მიმართ ჟურნალისტური ქარტიის ერთი პრინციპი დაირღვა. გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, საუბარია ერთ-ერთ რეპორტაჟზე. ქარტიას თავად კანონმდებელმა მიმართა.
სიუჟეტი ეხებოდა გამდიდრებულ დეპუტატებს, მათ შორის, დავით მათიკაშვილს, რომელთან დაკავშირებითაც ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ მან ყველა სურვილი შეისრულა. სიუჟეტში მითითებულია, რომ დავით მათიკაშვილი 4 საცხოვრებელ ბინას ფლობს, ხოლო საჯარო რეესტრის მონაცემებით, იგი ფლობს არა 4, არამედ 3 საცხოვრებელ ბინას.
ჟურნალისტი ასევე აწვდის მაყურებელს ინფორმაციას, რომ მათიკაშვილი ფლობს ბინებს ბორჯომსა და ბაკურიანში, ანუ დამატებით კიდევ ორ ქონებას. ასევე საჯარო ინფორმაციის თანახმად, მათიკაშვილის ცოლი, ნინო მამულაშვილია მფლობელი ბორჯომსა და ბაკურიანში არსებული ერთი ქონების და არა ორის, როგორც ეს სიუჟეტში იყო მითითებული. აქედან გამომდინარე ქარტია ასკვნის, რომ დაირღვა ჟურნალისტური ქარტიის ერთი პრინციპი.