უკრაინის მოვლენების შესახებ იქადაგა დღეს სამებაში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ. სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ მრევლს უკრაინელებისთვის ლოცვისკენ მოუწოდა.
ქადაგების დასრულების შემდეგ უკრაინაში გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინა. გადაიხადეს სამშვიდობო პარაკლისიც.
სამებაში იმყოფებოდნენ უკრაინის ელჩი საქართველოში იგორ დოლგოვი და უკრაინის საკითხებში დროებითი რწმუნებული ალექსეი კასიანოვი.
"მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ რამდენიმე დღის წინ გააკეთა განცხადება უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით და დიდი მწუხარებით აღინიშნა, რომ რუსეთის მიერ წარმოებული საომარი მოქმედება კვლავაც გრძელდება. ამ ომს ეწირება ათასობით ადამიანი, მათ შორის, მშვიდობიანი მოსახლეობაც, მათ შორის არიან ქართველებიც.
მისმა უწმინდესობამ ყველას მოგვიწოდა, მოგვცა ლოცვა-კურთხევა, რომ დღეს ჩავატაროთ სამშვიდობო პარაკლისი," - აღნიშნა მოსაყდრე შიომ.