უხვმა თოვლმა და უამინდობამ პრობლემები შეუქმნა დედაქალაქის გარკვეულ უბნებს და მის შემოგარენს, მათ შორის ნუცუბიძის პლატოზე მცხოვრებლებს.
ავტომობილები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი აქ შეფერხებით მოძრაობს. ადგილზე ინტენსიურად მუშაობენ თბილსერვის ჯგუფის წარმომადგენლები.
გზის გაწმენდით სამუშაოებში ჩართულია ადგილობრივი მოსახლეობაც.
"მე არ მახსოვს პლატოზე ამხელა თოვლი, 20 წელია აქ ვცხოვრობ, მით უმეტეს მარტის თვეში," - განაცხადა ადგილობრივმა.