უამინდობისა და დიდთოვლობის გამო, ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოში, გზებზე შეზღუდვები მოქმედებდა - გარკვეულ მონაკვეთებზე მოძრაობა საერთოდ აკრძალული იყო და ეს რეჟიმი ახლაც ნარჩუნდება.
ზვავსაშიშროების გამო დაკეტილია გუდაური-კობის მონაკვეთი. მოძრაობა აკრძალულია გომბორზეც.
გადაადგილების პრობლემა თბილისის შემოგარენშიც შეიქმნა. უწყვეტად მუშაობს შესაბამისი ტექნიკა. ამოქმედებულია ცხელი ხაზი.