იეზიდი ქურთები ახალ წელს და ნავროზის დღესასწაულს აღნიშნავენ. ღონისძიებას თემის ადგილობრივი და უცხოეთიდან ჩამოსული წარმომადგენლები დაესწრნენ.
ქურთულ-იეზიდური სიმღერების შესრულების შემდეგ საზეიმოდ გაიჭრა საახალწლო ნამცხვარი "კლოჭი".
საქართველოში იეზიდები ახალ წელს მარტის მესამე კვირას ყოველ წელს აღნიშნავენ. ღონისძიება თბილისის მერიის და კავკასიური სახლის ორგანიზებით ჩატარდა.