თბილისში მყოფი ყველა უკრაინელი ბავშვი დღეიდან საბავშვო ბაღში სიარულს უფასოდ შეძლებს - გადაწყვეტილება დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა რამდენიმე დღის წინ მიიღო.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, ვაკის რაიონის გამგებელთან ერთად, 118-ე ბაგა-ბაღს ესტუმრა და 5 წლის ემილია მოინახულა, რომელიც, უკვე, ქართველ თანატოლებთან ერთად ბაღში დადის.
თბილისის მთავრობაში განმარტავენ, რომ უკრაინული ოჯახების მხარდაჭერას მუნიციპალიტეტი იმ დრომდე გააგრძელებს, ვიდრე ამის საჭიროება იქნება.