დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო საქართველოში გზებზე ამ დრომდე შეზღუდვებია. მათ შორის არის საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გუდაური-კობის მონაკვეთი, სადაც ტრაილერები უკვე რამდენიმე დღეა გადაადგილებას ვერ ახერხებენ - ისინი ცენტრალურ მაგისტრალზე არიან გაჩერებული.
ავტომანქანების საკმაოდ დიდი კოლონა ნატახტარიდან იწყება. მძღოლების დიდი ნაწილი უცხო ქვეყნიდან არის. ისინი შიშობენ, რომ უამინდობის გამო წასვლა შეიძლება კიდევ რამდენიმე დღე ვერ შეძლონ.