20 ნოემბერი 2024,   17:36
ვრცლად
GORBI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 60.5% მიიჩნევს, რომ მთავრობა სწორად მოიქცა, როცა უარი განაცხადა უკრაინაში მოხალისე მებრძოლების გაგზავნის მხარდაჭერაზე

GORBI-ის კვლევის მიხედვით, შეკითხვაზე, "ქართული ოცნების" მთავრობამ უარი განაცხადა უკრაინაში მოხალისე მებრძოლების გაგზავნის მხარდაჭერაზე. თქვენი აზრით, სწორად მოიქცა თუ არა საქართველოს მთავრობა?"

პასუხები ასე გადანაწილდა:

"სწორად მოიქცა" - 60,5%;
"არასწორად მოიქცა" - 31,8%;
არ იცის ან უარს ამბობს პასუხზე - 7,7%.

კვლევა საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა GORBI-მ 10-16 მარტს ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით, სატელეფონო პანელით გამოიკითხა 1008 რესპონდენტი. ცდომილების ზღვარია +/- 3 %.

 
 
დღის ამბები