GORBI-ის კვლევის მიხედვით, შეკითხვაზე - "თქვენი აზრით, გამართლებულია თუ არა საქართველოში მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების გამართვა იმ ვითარებაში, როდესაც რეგიონში ფართომასშტაბიანი ომი წარმოებს?"
პასუხები ასე გადანაწილდა:
გაუმართლებელია - 63.5%;
გამართლებულია - 30.1%;
არ ვიცი/უარი - 6.4%.
კვლევა საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა GORBI-მ 10-16 მარტს ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით, სატელეფონო პანელით გამოიკითხა 1008 რესპონდენტი. ცდომილების ზღვარია +/- 3 %.