20 ნოემბერი 2024,   17:36
ვრცლად
პოპულარული ბრიტანული ციფრული გზამკვლევი საქართველოს შესახებ რეპორტაჟს მოამზადებს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია პოპულარული ბრიტანული ციფრული გზამკვლევის Bradt Travel Magazine-ის ფოტორეპორტიორს მასპინძლობს.

პრეს-ტურის ფარგლებში გამოცემის წარმომადგენელი ჯულიან ელიოტი თბილისს, მცხეთას, უფლისციხეს, ქუთაისს, ენგურჰესს, მესტიას, უშგულს, მარტვილის კათედრალსა და მარტვილის კანიონს დაათვალიერებს.

9-დღიანი ტურის ფარგლებში ფოტორეპორტიორი საქართველოს ტურისტულ ადგილებს გადაიღებს და ბრიტანული ციფრული გზამკვლევისთვის ფოტორეპორტაჟს მოამზადებს, სადაც ქართული კულტურა, ქალაქები, სამთო კურორტები, სათავგადასავლო ტურისტული მიმართულება, ბუნება და სამზარეულო იქნება აღბეჭდილი.

პრეს-ტურის მიზანი დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების მოზიდვა და ქვეყნის ცნობადობის გაზრდაა.

ციფრულ გზამკვლევს Bradt Travel Magazine ყოველთვიურად 30 ათასზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. ონლაინგამოცემას ვებგვერდზე თვეში 120 ათასი მკითხველი სტუმრობს.

დღის ამბები