20 ნოემბერი 2024,   17:39
ვრცლად
რამდენიმე დღეში საქართველოში გამოიდარებს - დოდო გვაზავა ასახელებს თარიღებს, როდესაც ტემპერატურის მატებას უნდა ველოდოთ

ინტენსიური თოვის გამო თბილისსა და რეგიონებში ისევ პრობლემებია. შეზღუდვებია გზებზე. ნახევარ მეტრს აღწევს თოვლის საფარი დედაქალაქის შემოგარენში. წყნეთში, კოჯორში, ტაბახმელასა და კიკეთში მუშაობს სპეციალური ტექნიკა, თუმცა გზებზე მოძრაობა მაინც გართულებულია.

სინოპტიკოსების პროგნოზით, უამინდობა საქართველოში მთელი კვირის განმავლობაში შენარჩუნდება. უხვი ნალექი იქნება აღმოსავლეთ საქართველოში, ძირითადად. ჰიდრომეტეოროლოგიურ ცენტრში ამბობენ, რომ მომდევნო კვირიდან გამოიდარებს

"არამდგრადი ამინდი კვირის განმავლობაში შენარჩუნებული იქნება საქართველოში, რადგანაც დასავლეთ  საქართველოში 25-დან უკვე კვლავ გაავდრდება. ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს და ნალექი ზოგან თოვლის სახით არის მოსალოდნელი.

დედაქალაქში და აღმოსავლეთ  საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელი ქარის გამო შესაძლოა ითოვოს. ჰაერის ტემპერატურის მომატება მთელს საქართველოში მოსალოდნელია 27 - 28 მარტიდან,"-აცხადებს გარემოს ეროვნული სააგენტოს ამინდის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროს დოდო გვაზავა.

დღის ამბები