საქართველოში უკვე 1 კვირაა თოვს. თბილისის ზოგ უბანში თოვლის სიმაღლე ნახევარი მეტრია. საცობებია მთავარ გამზირებზეც. თოვლმა პრობლემები შექმნა დედაქალაქის შემოგარენშიც. მუნიციპალური ტრანსპორტის მიმოსვლა გართულდა წყნეთსა და კოჯორში. გზებზე მიმოსვლა გართულდა თელავის რეგიონში, მცხეთასა და ბოლნისშიც.