20 ნოემბერი 2024,   17:38
ვრცლად
უკრაინის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებიც ისრაელის მოქალაქეები არიან სწავლის საქართველოში გაგრძელება შეეძლებათ

ირაკლი ღარიბაშვილის მხარდაჭერითა და ისრაელის საელჩოს შუამდგომლობით, ჯანდაცვის მიმართულების სტუდენტები, რომლებიც ისრაელის მოქალაქეები არიან, ვეღარ აგრძელებენ სწავლას უკრაინაში და გამოხატავენ სურვილს, სწავლა გააგრძელონ საქართველოში, გადმოსვლას მობილობის დაჩქარებული პროცედურებით შეძლებენ.

სტუდენტებმა განცხადებით უნდა მიმართონ საქართველოში ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას. 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თქმით, უკრაინის სამედიცინო სასწავლებლის სტუდენტებს, რომელებიც სწავლას ვერ აგრძელებენ საომარი მოქმედებების გამო შესაძლებლობა ექნებათ საქართველოში გააგრძელონ სწავლა. 

"სტუდენტები, რომლებიც უკრაინაში სამედიცინო მიმართულებაზე სწავლობდნენ, არიან ისრაელის მოქალაქეები და უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო ვერ ახერხებენ სწავლის გაგრძელებას უკრაინის უმაღლეს სასწავლებლებში. მათი სურვილის შემთხვევაში, შეძლებენ სწავლა გააგრძელონ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში და ისინი ისარგებლებენ მობილობის დაჩქარებული პროცედურებით,"- აცხადებს მიხეილ ჩხენკელი. 

დღის ამბები