20 ნოემბერი 2024,   17:27
ვრცლად
რამ განაპირობა ეკონომიკის ზრდა 10.4%-ით - ექსპერტები ქვეყანაში კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობების გაჩენას პროგნოზირებენ

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2021 წელს ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 10.4% შეადგინა. ექსპერტები თვლიან, რომ ეკონომიკა გაზრდილია როგორც მოხმარების ასევე წარმოების ნაწილში, რაც ნიშნავს მეტი შესაძლებლობების გაჩენას ქვეყანაში.

ანალიტიკოსების ნაწილი აცხადებს, რომ საქართველო იყო პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელმაც თანმიმდევრულად გახსნა შეზღუდვები, მთავრობა და ბიზნესი იყო კოორდინირებული და ზრდა ამ ფაქტორმაც განაპირობა.

"ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ამისა იყო ექსპორტის ისტორიული ზრდა საქართველოსი, რომელიც არა რეექსპორტის, არამედ  ქართული წარმოების პროდუქციის რეექსპორტის გამოირჩეოდა. გარდა ამისა იყო შედარებით უკეთესი წელი ვიდრე 2020 წელი ტურიზმის თვალსაზრისით, იყო საინვესტიციო ნაკადების გაუმჯობესება, თითქმის 2-ჯერ გაიზარდა შარშან ინვესტიციები წინა წელთან შედარებით. მთლიანობაში, ეს პანდემიის ფონზე ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ეკონომიკას ენდობიან და რომ ადგილობრივ ეკონომიკას აქვს შემდგომი პერსპექტივები განვითარებისთვის," - განაცხადა თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორმა ვახტანგ ჭარაიამ.

დღის ამბები