სარეალიზაციოდ გამზადებული ნახევარ ტონაზე მეტი უვარგისი ხორცი რუსთავში - "კურიერი" დღეს იმ საწარმოში იმყოფებოდა, სადაც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, კრიტიკულად შეუსაბამო ვითარებაში, 500 კილოზე მეტი ხორცპროდუქტი აღმოაჩინა, თუმცა "კურიერის" კამერას "წიქარას" ძეხვეული აღარ დახვდა.
ირკვევა, რომ "წიქარაში," რომელიც წლებია ქართულ ბაზარს ძეხვეულით ამარაგებს, პანდემიის შემდეგ სანიტარული ნორმების დარღვევით გაიხსნა. "კურიერის" კამერამ ის საეჭვო წარმომავლობის პროდუქტები გადაიღო, რომელიც მაღაზიების დახლებისთვის მზადდებოდა.
სურსათის უვნებლობის სააგენტომ დარღვევები არაგეგმიური ინსპექტირების დროს აღმოაჩინა. საწარმოს დახურვასთან ერთად, კომპანია 1000 ლარით დაჯარიმდა.
განაახლებს თუ არა დალუქული საწარმო აღმოჩენილი დარღვევების გამოსწორების შემდეგ მუშაობას, სურსათის უვნებლობის სააგენტომ უნდა გადაწყვიტოს. რეალიზაციიდან ამოღებული ასობით კილოგრამი ხორცპროდუქტი ხვალ განადგურდება.