20 ნოემბერი 2024,   17:31
ვრცლად
რუსთავში 98 ოჯახს ბინები სიმბოლურ ფასად 1 ლარად გადაეცა

რუსთავში წლების განმავლობში დაუკანონებელ ბინებზე საკუთრების მოწმობების გაცემის პროცესი გრძელდება. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, სიმბოლურ ფასად, 1 ლარად,  საკუთრებაში ბინა კიდევ 98 ოჯახს გადაეცა. 

ინფორმაცია ბინების დაკანონების შესახებ, მოსახლეობას რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ და ქვემო ქართლის გუბერნატორმა გიორგი დოხტურიშვილმა, რუსთავის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრებთან ერთად გააცნო და მთავრობის განკარგულების ასლი გადასცა.

98 ოჯახს, რომლებსაც საცხოვრებელი ფართები მთავრობის განკარგულებით გადაეცა, საკუთრების მოწმობის ასაღებად მხოლოდ  საჯარო რეესტრის რეგისტრაცია დასჭირდება.

რუსთავში ბინების დაკანონების პროცესი წელიწადნახევრის წინ დაიწყო. დღემდე, მთავრობის განკარგულებით, საცხოვრებელი ფართი,  უკვე 600 რუსთაველ ოჯახს დაუკანონდა.

ამ ეტაპზე, რუსთავის მერიის ქონების მართვის სამსახურში, ბინის საკუთრებაში გადაცემისთვის საჭირო პროცედურები, კიდევ ასი ოჯახის განაცხადზე მიმდინარეობს.

დღის ამბები