20 ნოემბერი 2024,   17:25
ვრცლად
მარიუპოლიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეები ლვოვიდან დღეს პოლონეთში გაემგზავრებიან

მარიუპოლიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეები ლვოვიდან დღეს პოლონეთში გაემგზავრებიან. საერთო ჯამში, უახლოეს საათებში, ლვოვიდან და ოდესადან, მოსაზღვრე სახელმწიფოებში საქართველოს 60 მოქალაქის გადაყვანა იგეგმება, მოგვიანებით კი ისინი საქართველოში გამოემგზავრებიან.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ურთულესი მდგომარეობის მიუხედავად საელჩო მარიუპოლში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა კონკრეტულ ჯგუფთან კავშირს მუდმივად ინარჩუნებდა.

ამ დროისთვის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფოს ხელშეწყობით, ქვეყანაში 2000-ზე მეტი მოქალაქე ორგანიზებულად დაბრუნდა. 

დღის ამბები