20 ნოემბერი 2024,   17:28
ვრცლად
თსუ მზადაა მიიღოს ისრაელის მოქალაქეები, რომლებიც უკრაინის უნივერსიტეტებში სწავლობენ და ომის გამო ქვეყნის დატოვება მოუწიათ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მზადაა მიიღოს ისრაელის მოქალაქეები, რომლებიც უკრაინის უნივერსიტეტებში სწავლობენ და საომარი მოქმედებების გამო ქვეყნის დატოვება მოუწიათ. უკრაინაში დაწყებული ომის გამო ისრაელიდან 1500-მდე სტუდენტი ვერ აგრძელებს სწავლას უკრაინის უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში და საქართველოში სწავლის გაგრძელების სურვილს გამოხატავს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, ამის შესაძლებლობა მათ ტექნიკური პროცედურების მოგვარების შემდეგ აუცილებლად მიეცემათ.

გიორგი შარვაშიძის განცხადებით, უახლოეს პერიოდში უნდა დაზუსტდეს მისაღები სტუდენტების რაოდენობა და დისციპლინები, რის შემდეგაც სტუდენტებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უცხოენოვან პროგრამებზე სწავლის შესაძლებლობა მიეცემათ.

დღის ამბები