რუსთავში მოქმედი საწარმოების მონიტორინგის კამპანიის ფარგლებში, რუსთავის მერი სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესთან და დეპუტატებთან ერთად "რუსთავის აზოტში" საწარმოო პროცესს გაეცნო.
მერის განცხადებით, რუსთაველებისთვის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
მსხვილი საწარმოების მონიტორინგის კამპანიის მიზანია, საწარმოებმა რაც შეიძლება მოკლე დროში მოახდინონ ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ კანონმდებლობით დაწესებული ვალდებულებების შესრულება.