20 ნოემბერი 2024,   17:38
ვრცლად
როდის გამოიდარებს საქართველოში - 25-27 მარტის ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25-27 მარტს აღმოსავლეთ საქართველოში  დროგამოშვებით კვლავ ნალექია მოსალოდნელი.

მათივე ინფორმაციით, 25-27 მარტს თბილისში უნალექო ამინდი იქნება.

"25-27 მარტს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +7, +12 გრადუსია მოსალოდნელი.

ქ. თბილისში 24 მარტს ცივი, ნისლიანი და ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება. 25 - 27 მარტს უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება," - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

დღის ამბები