რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული ქართველ მებრძოლებს - გია ბერიაშვილს და დავით რატიანს ხვალ სამხედრო პატივით დაკრძალავენ. დღეს კი დავით რატიანის სამოქალაქო პანაშვიდი ქაშუეთის ეკლესიაში, ხოლო გიორგი ბერიაშვილის პანაშვიდები კვლავ თემქაზე, წმინდა მარიამ მეგვიპტელის ეკლესიაში გაიმართება.
"სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება დღეს 6 (18:00) საათიდან 10 (22:00) საათის ჩათვლით ქაშუეთის ეკლესიაში. რომ მიდიოდა იმ იმედით მიდიოდა, რომ მის შვილებს მომავალში არ ექნებოდათ საბრძოლველი იმ ყველაფერზე, რაზეც თვითონ.
რუსეთ-უკრაინის ომზე გადის საქართველოს ბედი - ამის სჯეროდა. სოხუმში რომ მქონდა შემართება, ისეთი მაქვს ახლაო. რა თქმა უნდა, ის ჩვენთვის გმირია," - აცხადებს დავით რატიანის მეუღლე ია შაშვიაშვილი.