უკრაინაში დაღუპულ ქართველ მეომრებს სამხედრო პატივით ხვალ დაკრძალავენ. დავით რატიანს ქაშუეთიდან, გიორგი ბერიაშვილს კი მარიამ ეგვიპტელის ეკლესიიდან გამოასვენებენ. ტაძრებში საპატიო ყარაულები დგანან. გარდაცვლილის ოჯახებს უსამძიმრებენ რიგითი მოქალაქეები და პოლიტიკოსები.
გიორგი ბერიაშვილი და დავით რატიანი ოკუპანტების მიერ ჩამოგდებულ რაკეტას ირპენში ემსხვერპლნენ. ისინი ომში უცხოელ მოხალისეთა რაზმის წევრები იყვნენ.