დღეს უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამხედრო პატივით დაკრძალავენ. დაკრძალვის ცერემონია 2 საათზე დაიწყება. დავით რატიანს ქაშუეთიდან, გიორგი ბერიაშვილს კი მარიამ ეგვიპტელის ეკლესიიდან გამოასვენებენ.
მებრძოლები რუსულ აგრესიას ირპენში ემსხვერპლნენ.