ორგანიზაცია - "ყოფილი პატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" ოფისში, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, საქართველოში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით, ბრიფინგი გაიმართა.
მათი განცხადებით, ოპოზიცია ცდილობს გამოიყენოს ეს მდგომარეობა საკუთარი ინტერესებისათვის.
"მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნების 99%-მა კიევიდან გახიზნა თავისი საელჩოები, საქართველოს საელჩო დღესაც აგრძელებს ფუნქციონირებას უკრაინის დედაქალაქში.
ამ ყველაფრის საპასუხოდ კი, უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოდან ელჩი გაიწვია. ამით ისინი ავითარებენ ქართული ოპოზიციის ნარატივებს," - აცხადებენ ორგანიზაციის წევრები.