20 ნოემბერი 2024,   17:24
ვრცლად
შესაძლოა, ქალბატონმა პრეზიდენტმა არ იცის და ჰგონია, რომ აუცილებელია ყველამ ერთად აღიაროს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია - ეპისკოპოსი იაკობი

ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობი საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას აფასებს, რომლის მიხედვითაც, სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ უკრაინასაც თავის დროზე უნდა ეღირსოთ საკუთარი ეკლესიის ავტოკეფალია. ამაზე ეპისკოპოსმა იაკობმა აღნიშნა, რომ შესაძლოა, საქართველოს პრეზიდენტს ჰგონია, რომ აუცილებელია ყველამ ერთად აღიაროს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია:

„ავტოკეფალიაზე რასაც ვფიქრობ, მსოფლიოს საპატრიარქომ აღიარა მათი ავტოკეფალია, ასევე რამდენიმე ეკლესიამ. იურიდიულად აღიარებული აქვს რამდენიმეს. ალბათ, ქალბატონმა პრეზიდენტმა არ იცის, შესაძლოა ჰგონია, რომ აუცილებელია ყველამ ერთად აღიაროს. წლები გადის და ისე აღიარებენ. პროცესები ძალიან სწრაფად ვითარდება. ხომ ხედავთ, მსოფლიოში როგორ არის პროცესები, არავინ ვიცით, რა იქნება შემდგომში. თუ აქტუალობა ექნება რაიმე საკითხს, ეს საერთო განხილვის თემა შესაძლოა გახდეს“,- აღნიშნავს მეუფე იაკობი.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, უკრაინაში ძლიერი, თავისუფალი უკრაინული ერი იბადება. ამასთან პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ "მათაც თავის დროზე უნდა ეღირსოთ საკუთარი ეკლესიის ავტოკეფალია".

დღის ამბები