18 მაისი 2024,   09:55
ვრცლად
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში, წუხელ კიდევ ერთი მებრძოლი დათო გობეჯიშვილი დაიღუპა. ამის შესახებ უკრაინაში მყოფი მებრძოლი ზაალ ლატარია წერს.

"რა ვთქვა არ ვიცი. დათო ძმაო შოკში ვარ, კიდევ ერთი ქართველი გმირი დავკარგეთ," - წერს ზაალ ლატარია.

საქართველოს საელჩო უკრაინაში უკვე ინფორმირებულია აღნიშნული ფაქტის შესახებ და კომუნიკაციაშია გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები.

გარდაცვლილი მებროლი დავით გობეჯიშვილი სოხუმიდან დევნილია. იგი კიევში 4 დღის წინ ჩავიდა.

დღის ამბები