თბილისში უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს ემშვიდობებიან. დავით რატიანს და გიორგი ბერიაშვილს სამხედრო პატივით დაკრძალავენ. დავით რატიანის ცხედარი ქაშუეთის ეკლესიიდან უკვე გამოასვენეს.
მებრძოლები რუსულ აგრესიას ირპენში ემსხვერპლნენ. ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა.