20 ნოემბერი 2024,   17:44
ვრცლად
თოვლი, ქარბუქი, ძლიერი წვიმა და დაბალი ტემპერატურა - როგორი ამინდი იქნება 28 მარტს ქვეყნის მასშტაბით

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაცით, 28 მარტს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ქარბუქი და ნალექი თოვლის სახით. მოსალოდნელმა ნალექმა შესაძლოა გამოიწვიოს წლის დონის მატება. 

"28 მარტს დასავლეთ საქართველოში და აღმოსავლეთ საქართველოს მთიან და მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, მაღალმთაში ნისლი და ქარბუქი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი ღელვა.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან რეგიონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს," - ნათქვამია სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში. 

დღის ამბები