საწვავზე გაზრდილ ფასებს მოქალაქეები დღეს თბილისში აქციით აპროტესტებენ. აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანთან, ესტაკადაზე შესასვლელი გზა საკუთარი ავტომობილებით ჩაკეტეს.
დღევანდელი აქციის ორი მთავარი მოთხოვნა საწვავზე აქციზის გადასახადის გაუქმება და დღგ-ს გადასახადის მცურავ რეჟიმზე გადაყვანაა, რაც აქციის მონაწილეების განცხადებით, საწვავის ფასს 80-90 თეთრით გააიაფებს.