შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
საგამოძიებო უწყება აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მართლწესრიგის დაცვისკენ, სატრანსპორტო მოძრაობის გახსნისკენ, ასევე პოლიცის კანონიერ მოთხოვნებზე დამორჩილებისკენ მოუწოდებს.
"თბილისში, 27 მარტს მიმდინარე საპროტესტო აქციის ფარგლებში, აქციის მონაწილეებმა მოახდინეს სხვადასხვა ადგილას სატრანსპორტო კვანძის დაკეტვა.
აღნიშნული ქმედება იწვევს დედაქალაქში სატრანსპორტო კოლაფსს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, დაიცვან მართლწესრიგი, გახსნან სატრანსპორტო მოძრაობა და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს.
აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, იქნება აღკვეთილი,"- ნათქვამია შსს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.