საწვავზე გაზრდილი ფასი გააპროტესტეს დღეს ქუთაისშიც. ქუთაისში ავტომობილების მფლობელებმა რუსთაველის ქუჩა გადაკეტეს.
მძღოლებმა, რომლებიც საწვავის გაზრდილ ფასს აპროტესტებენ, მერიასთან ავტომობილები გააჩერეს და პროტესტი ამ ფორმით გამოხატეს.
აქციის მონაწილეები საწვავის ფასის გაზრდას აპროტესტებენ, ხელისუფლებისგან დროულ რეაგირებას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტის გაგრძელებას გეგმავენ. ადგილზე სამართალდამცველებიც იმყოფებიან, ისინი მძღოლებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.
სამართალდამცავებმა აქციის ორი მონაწილეე დააკავეს.