20 ნოემბერი 2024,   17:42
ვრცლად
საწვავის გაძვირების საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ 10-მდე პირი დააკავა 

საწვავის გაძვირების საწინააღმდეგო აქციაზე ათამდე პირი დააკავეს. გმირთა მოედანთან შესასვლელ ერთ-ერთ ესტაკადაზე აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები ცდილობდნენ ავტომობილების მძღოლებისთვის გზა ჩაეკეტათ, რის საშუალებასაც პოლიცია არ აძლევდა.

საბოლოოდ სამართალდამცველებმა გზის სავალი ნაწილის გათავისუფლება მოახერხეს და მოძრაობა აღდგა. მოქალაქეებმა, რომლებიც საწვავზე ფასებს აპროტესტებენ, მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყეს, რის შემდეგაც პარლამენტთან შეჩერდნენ, შემდეგ კი, გმირთა მოედანზე გადაინაცვლეს, სადაც ესტაკადები ჩაკეტეს.. ადგილზე საავტომობილო მოძრაობა დროებით პარალიზებული იყო.

დღევანდელი აქციის ორი მთავარი მოთხოვნა საწვავზე აქციზის გადასახადის გაუქმება და დღგ-ს გადასახადის მცურავ რეჟიმზე გადაყვანაა, რაც აქციის მონაწილეების განცხადებით, 80ი-90ი თეთრით გააიაფებს საწვავის ფასს.

 

დღის ამბები