20 ნოემბერი 2024,   17:27
ვრცლად
უკრაინის მხარდამჭერი საერთაშორისო საქველმოქმედო ტელემარათონი გაიმართა

რამდენიმე საათი გაგრძელდა უკრაინის მხარდამჭერი საერთაშორისო საქველმოქმედო ტელემარათონი. ღონისძიება უკრაინისა და პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლების ორგანიზებით შედგა და ის ევროპის 20-ზე მეტი ქვეყნის მაუწყებლების პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა - მათ შორის მარათონი გადიოდა საქართველოს პირველ არხზე.

შეგროვილი თანხა მთლიანად უკრაინაში ომის შედეგად დაზარალებული ადამიანების საჭიროებებს მოხმარდება.

უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეები მარათონს საქართველოში უკრაინის საელჩოში ფართოფორმატიანი ეკრანიდან ადევნებდნენ თვალს.

დღის ამბები