18 მაისი 2024,   13:30
ვრცლად
უკრაინა-რუსეთის ომში დაღუპულ მებრძოლს, დავით გობეჯიშვილს საქართველოში ხვალ ჩამოასვენებენ

უკრაინა-რუსეთის ომში დაღუპულ ქართველ მებრძოლს, დავით გობეჯიშვილს საქართველოში ხვალ ჩამოასვენებენ. ამის შესახებ ინფორმაცია ოჯახის წევრებს საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიაწოდეს.

დავით გობეჯიშვილი, რომელიც მანამდე აფხაზეთსა და ცხინვალში იბრძოდა, უკრაინაში დაღუპვამდე 5 დღით ადრე ჩავიდა. ის კიევთან ახლოს, ქალაქ ირპენში დაბომბვას შეეწირა.

უკრაინაში ამ დრომდე 4 ქართველი მებრძოლია დაღუპული. აქედან ორი სამშობლოში სამხედრო წესით უკვე დაკრძალეს.

დღის ამბები