გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 28 მარტს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნალექიანი და ქარიანი ამინდი შენარჩუნდება.
უწყების ცნობით, 29 მარტიდან ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს, ნალექი შეწყდება, ქარი ჩადგება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში 29-30 მარტს დაბლობსა და ბარში +12, +17, ხოლო 31 მარტიდან +19, +24 გრადუსამდე მოიმატებს. თბილი და უნალექო ამინდი 3 აპრილამდე შენარჩუნდება.
რაც შეეხება დედაქალაქს, გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, თბილისში 28 მარტს დღე უნალექოდ ჩაივლის, იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 29 მარტს ქარი ჩადგება და 3 აპრილამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 30 მარტიდან +20, +22 გრადუსამდე მოიმატებს.