საქართველოს რეგიონებიდან უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთი კიდევ ერთხელ გაიგზავნება. ტვირთის შეგროვების პროცესში სახელმწიფო უწყებებთან ერთად ჩართულია ბიზნესი და სამოქალაქო სექტორი.
ოფიციალური ინფორმააციით, ტვირთი, რომელიც უკრაინაში მეორედ იგზავნება ძირითადად მოიცავს სამედიცინო დანიშნულების პროდუქციას, არამალფუჭებად პროდუქტებს, პირველადი მოხმარების საგნებს.