20 ნოემბერი 2024,   17:25
ვრცლად
ჩვენ გვინდა, რომ არა მხოლოდ ერთი თავშესაფარი მივცეთ ამ ადამიანებს, არამედ ნორმალური, ღირსეული პირობები შევქმნათ - ეკონომიკის მინისტრი უკრაინელ ლტოლვილებზე

შეესაბამება თუ არა სიმართლეს ინფორმაცია, რომ საქართველოში 20 ათასამდე უკრაინელი ლტოლვილი ჩამოვიდა -  კითხვა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკის მინისტრს დაუსვეს.

ლევან დავითაშვილის თქმით, ზუსტი რაოდენობა უცნობია. ასევე, ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა უკრაინელ ლტოლვილებს მაქსიმალურად შეუწყობს ხელს.

"ჩვენ გვინდა, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ამ კუთხითაც, რომ არა მხოლოდ ერთი თავშესაფარი მივცეთ ამ ადამიანებს, არამედ ნორმალური, ღირსეული პირობები შევქმნათ. იმგვარი მაინც, რაც ჩვენს ქვეყანას შეუძლია.

სოციალური დაცვის კუთხით, იცით, რომ საქართველო არ არის ყველაზე მდიდარი ქვეყანა, ბევრი ჩვენი ადგილობრივი გამოწვევაც გვაქვს, მაგრამ რაც შეგვიძლია, ამას ნამდვილად გავაკეთებთ უშუალოდ დევნილ მოსახლეობასთან მიმართებაში.

დანარჩენი, ასევე, ძალიან ბევრია მხარდაჭერის ღონისძიება, რომელსაც ქვეყანა აკეთებს სხვადასხვა უწყების მეშვეობით... ჩვენ გვირჩევნია ბევრი ვაკეთოთ და ნაკლები ვილაპარაკოთ," - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

დღის ამბები