20 ნოემბერი 2024,   17:35
ვრცლად
ახალგაზრდებში ვაქცინაციის წამახალისებელი და შემაფერხებელი ფაქტორების გამოსავლენად გაეროს მოსახლეობის ფონდმა კვლევა ჩაატარა

გაეროს მოსახლეობის ფონდმა ახალგაზრდებში ვაქცინაციის წამახალისებელი და შემაფერხებელი ფაქტორების გამოსავლენად კვლევა ჩაატარა. შედეგების პრეზენტაცია დღეს ფონდმა დაავადებათა კონტროლთან ერთად გამართა. კვლევა ხუთ რეგიონში ჩატარდა. კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ვაქცინაციის შენელებული პროცესი. გაეროს მოსახლეობის ფონდი გამოსავალს ახალგაზრდებისთვის შესაბამისი სტრატეგიის შემუშავებაში ხედავს.

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლელა ბარბაქაძე ამბობს, რომ კვლევებმა ძალიან საინტერესო მიგნებები გამოავლინა. 

"გამოვიკვლიეთ რა არის წამახალისებელი და რა დამაბრკოლებელი ფაქტორი ახალგაზრდებისათვის ვაქცინაციასთან მიმართებაში. გამოვლინდა ძალიან საინტერესო მიგნებები და რეკომენდაციები, რომლებიც მოგვცემენ საშუალებას გადავთარგმნოთ საკომუნიკაციო კამპანიაში. სწორად მივმართოთ მესიჯინგი და საკომუნიკაციო კამპანია,"- აცხადებს ლელა ბაქრაძე.

 

დღის ამბები