20 ნოემბერი 2024,   17:33
ვრცლად
Viber-ი საქართველოშია - აპლიკაციის პროგრამულ განახლებაზე ამიერიდან ქართველი პროგრამისტებიც იზრუნებენ

ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და ახლა უკვე საქართველოც - "ვაიბერი" საქართველოშია. აპლიკაციის პროგრამულ განახლებაზე ამიერიდან ქართველი პროგრამისტებიც იზრუნებენ. სოციალურმა პლატფორმამ წარმომადგენლობითი ოფისი თბილისშიც გახსნა. აპლიკაციას, რომელიც მილიარდ ადამიანს ემსახურება, საქართველოში 1.5 მილიონი მომხმარებელი ჰყავს. იგეგმება თანამშრომლების რაოდენობის გაზრდაც.

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში მიიჩნევენ, რომ სიახლე გამოცდილების გასაღრმავებლად ქართველი IT სპეციალისტებისთვის კარგი შესაძლებლობაა. თბილისის გუნდის მიერ შექმნილი ცვლილებები როგორც iOS-ის, ასევე Android-ის მომხმარებლებისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

"ვაიბერის" აღმასრულებელ დირექტორთან შეხვედრა უკვე ჰქონდა ეკონომიკის მინისტრს. ლევან დავითაშვილის განმარტებით, კომპანიის გადაწყვეტილება ერთგვარი გზავნილი იქნება სხვადასხვა კომპანიებისთვის საქართველოში ბიზნესისა და საინვესტიციო გარემოს შესაქმნელად.

თბილისის გუნდი დაკომპლექტებას მთელი წლის განმავლობაში გააგრძელებს. საქართველოს მთავრობას საერთაშორისო კომპანიის სტატუსის ოფიციალურად მიღებაზე განაცხადით უახლოეს მომავალში მიმართავენ.

 
დღის ამბები