20 ნოემბერი 2024,   17:17
ვრცლად
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ისრაელის ტურიზმის მინისტრის მოადგილეს შეხვდა

ისრაელში, თელავივში მიმდინარე საერთაშორისო ტურისტული გამოფენის "IMTM 2022" ფარგლებში, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი ისრაელის ტურიზმის მინისტრის მოადგილეს შეხვდა. მედეა ჯანიაშვილმა და კობი ბრადამ ისრაელიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდის პერსპექტივა განიხილეს, საუბარი შეეხო საქართველოსა და ისრაელს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს, განიხილეს კონკრეტული ტურისტული პროდუქტები, რომელსაც საქართველო ისრაელის ბაზარს სთავაზობს.

 
დღის ამბები