20 ნოემბერი 2024,   17:42
ვრცლად
პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში MASHAV-ის კურსდამთავრებულთა წვეულება გაიმართა

პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში MASHAV-ის, ანუ ისრაელის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტოს საქართველოსთან თანამშრომლობის 30 წლის იუბილე აღინიშნა.

ღონისძიებაზე ისრაელის საელჩომ და სააგენტომ საქართველოში განხორციელებული პროექტების პრეზენტაცია გამართეს - ითქვა, რომ ბოლო 30 წლის მანძილზე MASHAV-ის კურსები საქართველოს 1600-მა მოქალაქემ არაერთ სფეროში გაიარა.

"საქართველოსა და ისრაელს შორის დიპლომატიური ურთიერთობის წამოწყებიდან 30 წელი შესრულდა, ამდენივე დრო გავიდა მას შემდეგ, რაც ისრაელის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტო MASHAV-მა საქართველოში ოპერირება დაიწყო. ამ დროის მანძილზე MASHAV-მა 1 600 ქართველი ქალი და კაცი გადაამზადა. დღეს ჩვენ აღვნიშნავთ სწორედ "მაშავის" საქმიანობას და ვაანონსებთ 6 "შალომ კლუბის" გახსნის თაობაზე - ეს იქნება კლუბი იმ კურსდამთავრებულებისთვის, ვინც "მაშავის" სემინარები გაიარა. კლუბები განთავსდება გურიაში, სამეგრელოში, შიდა ქართლში და ა.შ. - გვსურს საქართველოს ყველა რეგიონი მოვიცვათ, რათა უფრო მეტი გავაკეთოთ თქვენი ქვეყნის ეკონომიკისა და კეთილდღეობისთვის," - განაცხადა ისრაელის ელჩმა საქართველოში რან გიდორმა.

დღის ამბები