დევნილ ვეტერანთა 18 ოჯახს თბილისში, ახალაშენებულ კორპუსში საცხოვრებელი ფართები გადასცეს. სააგენტოს ცნობით, ბინები კენჭისყრის პრინციპით განაწილდა.
კომისიის გადაწყვეტილებით, განსახლებაზე თანხმობა, ჯამში, დევნილ ვეტერანთა 123 ოჯახს ეთქვა. დაპირების შესაბამისად, დევნილ ვეტერანთა ოჯახებს შესაძლებლობა აქვთ თავად მოიძიონ ბინა, რომელსაც სააგენტო შეუსყიდის.