ექიმთა საერთაშორისო დღე აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში აღინიშნა. კლინიკამ პანდემიის ორი წელი შეაფასა, ისაუბრეს გამოწვევებზე, ღონისძიებაზე განსაკუთრებით აღინიშნა ჟურნალისტების როლი, პანდემიის დროს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების საქმეში.
მათ სიმბოლური საჩუქრებიც გადაეცათ კლინიკის სახელით. დააჯილდოვეს "კურიერის" კორესპონდენტი ელიტა ანდღულაძე.
"ბოჭორიშვილის კლინიკაში პანდემიის 2 წელი შეაჯამეს. ამ ხნის განმავლობაში აქტიურად ვთანამშრომლობდით თითოეულ ინფექციონისტთან და ექიმთან, რომლისგანაც დეტალურ ინფორმაციას ვიღებდით. სამედიცინო სფეროში ჟურნალისტებმა იმაზე მეტი რამ გავიგეთ, რაც შეიძლება ჟურნალისტებისთვის ყოფილიყო საჭირო,"-ამბობს ელიტა ანდღულაძე.